LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციზების გაზრდით ბიუჯეტი დამატებით 90 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს

89

საქართველოს პარლამენტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ვერსია ითვალისწინებს: 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას: – ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) – 20 თეთრის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 5 თეთრის ოდენობით; სიგარებზე ერთ ღერზე – 40 თეთრით, სიგარილებზე 20 ღერზე – 5 თეთრით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე – 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე). აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5- დან 10 პროცენტამდე.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, 2016 წლის 1 იანვრიდან 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზრდება აქციზის განაკვეთი  ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე, ხოლო  სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი – 10 ლარამდე მოიმატებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ,  კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი აქციზის ზრდით დამატებით 90 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები