LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის ორგანიზატორებმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

305

პარლამენტის წინ განახლდა აქცია “ჩვენი თავისუფლებისათვის”. ადგილზე ასევე, კონტრაქცია იმართება. ამ ორ პროტესტს ერთმანეთისგან პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი ყოფს.

აქცია “ჩვენი თავისუფლებისათვის” ორგანიზატორებმა, ცოტა ხნის წინ, ადგილზე ყვავილები – გვირილები და იასამნები მიიტანეს. მათ სურდათ, 9 აპრილის მემორიალისთვის პატივი მიეგოთ. თუმცა, კონტრაქციის წევრებმა, თავდაპირველად, მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ვითარება პოლიციამ განმუხტა და ახალგაზრდებს მემორიალთან ყვავილების მიტანის საშუალება მიეცათ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა წიქარიშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 12 მაისის აქტი იყო პოლიციური ძალადობა. ამის გამო, ის ითხოვს, არალეგალური ოპერაციის პასუხისმგებელი პირები გადადგნენ.

“შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი. მან გაბედა ადამიანებზე ხელი აღემართათ. რეგიონებში ერეკებოდნენ ხალხს, აქ რომ აღარ ეტეოდნენ.

ნარკოპოლიტიკა პოლიციური სისტემის ბერკეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვას გადაეცეს.

თუ ჩვენ მართლა ვებრძვით ნარკორეალიზატორებს, შეეშვან მომხმარებლებს და გადავიდნენ მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომლებიც სისტემაში ჰყავთ”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.