პარლამენტის შენობის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წარმომადგენლები არიან. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან.
აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი დღეს ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ განაცხადებენ.
ვინ არის მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა
სხვა ვერაფერი შევძელი - მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა
პარლამენტის შენობის წინ ათამდე კარავია განთავსებული.
„მოძრაობა “შეცვალე” შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ წერტილოვან დარტყმას ხელისუფლებაზე, ხელისუფლების პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ შევქმნით დისკომფორტს, შევუქმნით პრობლემას მათ და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მშვიდად მიიტაცონ ეს ქვეყანა,”- აცხადებს მოძრაობა “შეცვალეს” წევრი ტიტე გედენიძე.