პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პერფორმანსი მოეწყო. აქციის მონაწილეებმა წითელი ლენტები შემოიხვიეს თვალებზე და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
ჰიმნის დასრულების შემდეგ მათ ლენტები მოიხსნეს და ჰაერში ისროლეს.
ჰიმნის დასრულებისთანავე აქციის მონაწილეებმა სახვევი მოიხსნეს და ჰაერში აისროლეს, როგორც თავისუფალი ადამიანების ნების გამოხატულება.
„ეს არის ის სიმბოლო იმ ამბების რაც მოხდა, ეს არის სიმბოლო რომ დაგვთხარეს თვალები და ამავდროულად აგვიხილეს თვალები. აი ეს არის დღევანდელი საქართველოს გამოხატულება რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ შეურაცხყოფილები, გაბრაზებულები, ნაცემები , დაღლილები, ნაწვალები ოკუპირებულები, ტერიტორია წართმეულები მაგრამ მაინც ფეხზე მდგომები, ერთ მუშტად შეკრული,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.
რამდენიმე საათია რაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია “სირცხვილია!” განახლდა.
აქციის მონაწილეები 7 დღეა პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ.