ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ისინი სკანდირებენ „გამოდი“ და „წადი“.
დემონსტრანტებმა ჯაჭვის გაკეთება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მოუწოდა.
“პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და ჩვენ ვიდგებით ამ პარლამენტში. ჩვენი პროტესტი არის არაძალადობრივი, სამართლიანი და მტკიცე. ამიტომ ჩვენ ახლა გადავალთ წინ, დაელოდეთ ჩვენს იქ მისვლას, ავალთ ჩიტაძის ქუჩიდან და ჩამოვალთ ისევ აქ. რა თქმა უნდა, მთელი ღამე ვიქნებით აქ და არ მოვიცვლით ფეხს,” – მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.
ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.