LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეებმა დაუმორჩილებლობა დაანონსეს: “თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს არ წარმოადგენს გეგმას, რეგულაციებს ყურადღებას აღარ მივაქცევთ”

147
BeFunky-collage

მთავრობის ადმინისტრაციასთან რეგულაციების გაუქმების მოთოვნით გამართულ აქციაზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლმა ალექსანდრე გიორგიძემ  ბიზნესსექტორის ერთობლივი განაცხადება გააცნო საზოგადოებას.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება 1-ელ თებერვალს, სამუშაო დროის დასრულებამდე არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, რაც რეგულაციების მოხსნას და ბიზნესსექტორის ამუშავებას გულისხმობს, ბიზნესის წარმომადგენლები დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. მისი განმარტებით, დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს პიკეტირებას ან აქციებს და ისინი დაიწყებენ მუშაობას.

“გვითხრეს, რომ პირველი თებერვალი იყო ის ზღვარი, როდესაც გაიხსნებოდა ქვეყანა, ტრანსპორტი აღდგებოდა, სკოლები გაიხსნებოდა და ბიზნესი განაახლებდა მუშაობას. 1-ელ თებერვლამდე დარჩენილია 2 დღე.

პირდაპირ ვაცხადებ, ორშაბათამდე, 1-ელ თებერვალს თუ ხელისუფლება არ დადებს კონკრეტულ გეგმას, თუ მათი ბრიფინგიდან ამის შესახებ ვერ და არ მოვისმინეთ, მაშინ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი, რესტორნები, სატრანსპორტო კომპანიები, სასტუმროები და სხვადასხვა დაწესებულებები დავიწყებთ მუშაობას დაუმორჩილებლობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აღარ მივაქცევთ ყურადღებას ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ გეგმის შესახებ ვერ მივისმენთ სწორედ ორშაბათს, დაიწერება სოციალურ ქსელში ჩვენი მოქმედების შესახებ და დავიწყებთ მასობრივ დაუმორჩილებლობას, რომელიც არ გვინდა. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ”. – ალექსანდრე გიორგაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას გამართეს. 

“რისი გეშინიათ მშობლებო, აქამდე ვირუსი ბავშვებს არ შეხვედრია? დაიცავით რეგულაციები და გახსენით სკოლები, ბაღები”- ხატია სიჭინავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები