LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რამდენიმე პირი დააკავეს

207
Untitled design (2)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციას მართავს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი დააკავა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ კარვები ჩამოართვა.

 

‼️ დააკავეს ვარლამ გოლეთიანიPosted by რიონის ხეობის გადარჩენისთვის on Saturday, November 18, 2023

 

 

მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 13 პირი.

უწყება განმარტავს, რომ აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

„აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Saturday, November 18, 2023