LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან

71
სდვფ

მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრა და გასაუბრება სურთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, სერიოზული ფიზიკური საფრთხის ქვეშ არის, ამიტომ საპროტესტო მოძრაობა “აზვირთდება”. ეს სამოქმედო გეგმა, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან აქცია, ნიკა მელიამ გუშინდელ აქციაზე გააცნო საზოგადეობას და აღნიშნა, რომ პროტესტი იქნება თანმიმდევრული და ორგანიზებული.

“ციხის წარმომადგენელმა მითხრა, “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში”, გინებაც მოაყოლა… გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მათრიეს თმებით” – სააკაშვილის წერილი

ამასთან, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ საზოგადოება არ მოისვენებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, პარალელურად იქნება უფრო აქტიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და უახლოეს საათებში იქნება შესაბამისი რეაქცია.

სააკაშვილისადმი მოპყრობა სამარცხვინოა – ლუკ კოფი