კანონის, ევროპული სტანდარტების სახელით გააკეთეს ის, რაც ევროპაში არ ხდება, – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელი, კახა კოჟორიძე ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას.
როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, დღევანდელი სასამართლო “ქართული ოცნების” პარტიული სტრუქტურის გაგრძელებად.
“დღეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ევროპული სტანდარტებით მოხდა, მაშინ რატომ აღშფოთდდა ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, თუ ეს ევროპული სტანდარტების მიხედვით განხორციელდა”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ “ფორტუნას” ეთერში.
რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, კოჟორიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის ძირითადი ნაწილი დასასრულისკენ წავიდა , თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ იქ დარჩენა და პროტესტის გაგრძელება.
“ეს მათი გადასაწყვეტია. პარლამენტის წინ კარვის გაშლა არცერთი კანონმდებლობით აკრძალული არ არის. ეს არის მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება”,- განაცხადა კოჟორიძემ.
ამ წუთებში, ოპოზიციონერი ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე უკვე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი“ გიორგი ვაშაძე და „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
შეხვედრა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა.