იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციები არა ნარკოპოლიტიკას, არამედ საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს ეხებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განუცხადა, ყველანაირი რადიკალიზმი დამანგრეველია.
„ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ნარკოპოლიტიკა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს აქციები ეხებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რომ რადიკალიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმის თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებული ქვეყანაში არის დამანგრეველი,“ – განაცხადა წულუკიანმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა სამართალდამცველს, რომლებიც აქციის ღამეს მუშაობდნენ, რომლებიც აქციას კონტრაქციისგან იცავდნენ.