LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე ხალხის ნაკლებობაა, რადგან მათ სხვა პრობლემები უფრო აწუხებთ – კახა კალაძის პირველი კომენტარი გუშინდელი აქციის დაშლის შემდეგ (ვიდეო)

162
Capture

“იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის რაოდენობა და გზა არის გადაკეტილი, ეს არის დარღვევა და უმაღლესი ორგანოს ბლოკირება არის დანაშაული, ცდება კანონის ფარგლებს და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება” – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გუშინ საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს დრო მისცა, რომ ტერიტორია გაეთავისუფლებინათ – “ამ ადამიანებს მიმართეს, მისცეს დრო, რომ თვითონვე გადაეტანათ ის ნივთები და ტექნიკა”.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს და მისი ბლოკირების შესაძლებლობა არავის მიეცემა.

“შეთავაზებას რაც შეეხება, ეს იყო ჩვენ გუნდის მიერ გაკეთებული განცხადება. ჩვენთვის ყველაზე სენსიტიური თემა არის ის, რომ პატარა პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა. იმით, რა შეთავაზებაც იყო ჩვენი მხრიდან, მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლევათ პატარა და ახალ პარტიებს, რომ მოხვდნენ 2020 წლის პარლამენტში. დღესაც არიან ჩვენს გუნდში ადამიანები, ვინც ემხრობა პროპორციულს, ვინც შერეულს და ვინც სრულად მაჟორიტარულ სისტემას. 2012 წელსაც ეს საარჩევნო სისტემა იყო ანუ დააბრალო საარჩევნო სისტემას არჩევნებში მოგება ან წაგება, ეს არის არასწორი. დაველოდოთ არჩევნებს და არჩევნების გზით მოსახლეობა მიიღებს გადაწყვიტლებას, რომელი პოლიტიკური პარტია იხილოს პარლამენტში”.

სპეცრაზმმა აქცია დაშალა - დაშავებულია ერთი ადამიანი

სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა

მან ასევე აღნიშნა, რომ აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობაა გამოსული, რადგან მათ სხვა პრობლემები უფრო აწუხებთ, ვიდრე საარჩევნო სისტემა:

“აქციაზე ხალხის ნაკლებობაა, რადგან ადამიანებს სხვა პრობლემები უფრო აწუხებთ. მათთვის სხვა პრობლემები უფრო და მნიშვნელოვანი და მოსაგავრებელია ვიდრე სარჩევნო სისტემა”, – აღნიშნა კალაძემ.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზზმა დილის 6 საათზე წლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. სპეცრაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილები, დახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდნენ. დარბევის შედეგან სამი ადამიანი დაშავდა ხოლო 28 პირი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები