LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე გუშინ დაკავებული 19 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

73

რუსთაველის გამზირზე აქციისას ადმინისტრაციული წესით გუშინ დაკავებული 19 პირი გათავისუფლეს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებული 19-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სამართალდამცველებმა ყველა პირი ადმინისტრაციულად პარლამენტთან მიმდინარე აქციის კონტრაქციაზე გუშინ დააკავეს. ხელწერილით გათავისუფლებულთა შორისაა გიორგი გაბედავა, რომელმაც კონტრაქციის გამართვა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები