LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია სასამართლოსთან – “მოძრაობა საქართველოსთვის” პოლიტიკურ დევნას აპროტესტებს

52
Untitled design (2)

“შეწყდეს პოლიტიკური დევნა” – ამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან “მოძრაობა საქართველოსთვის” აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობის წევრების განცხადებით, ისინი სამოქალაქო აქტივისტების დევნას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, დღეს სასამართლოში იმ აქტივისტების პროცესი უნდა გაიმართოს, რომლებიც 19 თებერვალს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

აქტივისტები კახა კვეკვესკირი, გიორგი მუმლაძე, დათო კაპანაძე და ალბერტ მერებაშვილი ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

                                                                                                                                                                                                                       

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN