LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

123
pjimage-7

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მე-11 დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ დღეს სცენა ძირითადად ხელოვნების წარმომადგენლებს დაეთმობათ.

“კვირა დღეს როგორც შეეფერება შევეცადეთ, რომ ცოტა მსუბუქი დღე ყოფილიყო. ეკრანი დავამაგრეთ. დღეს ბევრი ხელოვანი გამოვა სცენაზე, ნაკლებად დაეთმობა ის პოლიტიკოსებს. შევეცადეთ, რომ ოდნავ დავისვენოთ და ხვალიდან უკვე ახალი ენერგიით გავაგრძელოთ პროტესტი მანამდე, სანამ გახარია არ გადადგება. ეს არის ძალიან პრინციპული მოთხოვნა, არ ვაპირებთ, რომ შევეგუოთ ისეთ შს მინისტრს, რომელსაც ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს”,-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები