LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია ქუთაისის მერიასთან – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი

199
1

ქუთაისის მერიასთან, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 4 პირი.

ქუთაისის მერიასთან აქციას მოძრაობა “ჩვენ გავათენებთ” მართავს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი სარფიდან რუსთავის ციხის მიმართულებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიემართებიან. მათივე თქმით, ისინი უკვე მეათე დღეა სარფიდან მოდიან.

აქტივისტებმა ქუთაისი მერიასთან დროშები და ბანერები მიიტანეს და საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს. მათი თქმით უკვე მეათე დღეა მოემართებიან სარფიდან.

მათ სცადეს სტენსილის – “თავისუფლება მიშას” გაკეთება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ “ბოცას მონებო”, ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ამ შეძახილებს მოჰყვა აქტივისტების დაკავება.