LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია-პერფორმანსი – მოქალაქეებმა საპატრიარქოში უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი მიიტანეს

download_1_5c3b342a17b6b

მოქალაქეები საპატრიარქოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ადგილზე ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი საპატრიარქოში მიიტანეს. აქტივისტები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით რეაქციის არქონას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილის თქმით, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება შეუქცევადი პროცესია და ყველა ეკლესიას მოუწევს, თუმცა ქართველებისთვის ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირებას ლუსტრაციის მნიშვნელობა აქვს:

“როდესაც მეუფე შიომ და მეუფე ნიკოლოზმა განაცხადეს, რომ ჯერ გაეცნობოდნენ ტომოსს, ამის საპასუხოდ ჩვენ მოვუტანეთ და გვინდა დავუტოვოთ, იმედია დროზე გაეცნობიან”.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: “ან თავისუფლების მხარე, ან ბნელი იმპერიული მკვლელი რუსეთის”, “მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს”.

6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, საქართველოს საპატრიარქოს ჯერ არ მიულოცავს. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქო საკითხს მომდევნო სინოდის სხდომაზე შეისწავლის და შემდეგ ექნება ოფიციალური პოზიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები