მთავრობის კანცელარიასთან, თანასწორობის მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მათი მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძისა და გამგეობის წევრის, თორნიკე კუხიანის, მიმართ გამოვლენილ აგრესიას და ჰომოფობიურ ნიადაგზე, ღირსებისშემლახავ, არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართელოში პოლიცია რეპრესიული მანქანის ნაწილია. ისინი მომხდარის სრულფასოვნად გამოძიებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში პოლიციამ თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავა. დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.