აქცია იყო ციხისძირში. ადგილობრივებმა დასახლებულ ტერიტორიაზე ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნის ნარჩენების დაყრა გააპროტესტეს.
ციხისძირის მცხოვრებლების თქმით, ადგილზე მანდარინის ნარჩენები 3 დეკემბერს მიიტანეს და დასახლებიდან რამდენიმე მეტრში, სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში ჩაყარეს.
მოსახლეობა ნაგვის კონსერვაციას და ტერიტორიის შემოღობვას მოითხოვს.
ფოტო: რუსთავი2