26 მარტს, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთელების პირადი ცხოვრებით განსაკუთრებით ინტერესდება.
როგორც ცნობილია, პირველი პენალტის ავტორის, გიორგი ქოჩორაშვილის რჩეული ბრაზილიელი სანდრა მენდოსაა.
გიორგი ქოჩორაშვილი ბრაზილიელ გოგონაზეა შეყვარებული – რას წერს საყვარელი ქალის შესახებ
გიორგი ქოჩორაშვილმა შეყვარებულის შესახებ გადაცემა „გასვლითი შეხვედრის“ ფარგლებში, გადაცემის წამყვანთან ლევან ღვინიანიძესთან ისაუბრა:
„აქაურობა უყვარს, თამაშზე საგულშემატკივროდ მაისურით მოდის“, – აღნიშნა გიორგიმ.
გადაცემაში, წამყვანმა გულშემატკივრების მიმართ გიორგი ქოჩორაშვილის გამორჩეულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა:
„კასტელიონი იმხელა სიყვარულს გამოხატავს გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ, როგორიც ჩემი თვალით აქამდე არ მინახავს. თვითონ გიორგი როგორ იქცეოდა გულშემატკივრებთან არც ასეთი ამბავი მინახავს, რომ ფეხბურთელს ათასი ადამიანისთვის ეკოცნა და კიდევ 500-სთვის სახელით მიემართა“, – თქვა ლევან ღვინიანიძემ.
გიორგი ქოჩორაშვილი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ერთ-ერთი ფოტოთი მან შეყვარებულს დაბადების დღე შემდეგგი სიტყვებით მიულოცა:
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიცოცხლე, მადლობა, რომ ხარ ის ვინც ხარ და მადლობა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ – კარგ და ცუდ მომენტებშიც“.