LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქაური მომხმარებელი ძირითადად გამძლეობაზე აკეთებს აქცენტს” – რომელი ავტომობილია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი

124
autobazroba.jpeg

„კავკასიის ავტომარკეტში“ იმ ავტომობილებს ასახელებენ, რომლებიც საქართველოში ამჟამად ყველაზე მოთხოვნადია. კომპანიის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ლომიძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში აქაური მომხმარებელი ძირითადად გამძლეობაზე აკეთებს აქცენტს.

ლომიძემ აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „საქმის კურსი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ახლა ყველაზე მოთხოვნადი იაპონური ავტომობილებია. „დიდი მოთხოვნაა ამერიკულ ავტომობილებზეც, მათ შორის „ფორდზე“, „შევროლეზე“. თუმცა „ტოიოტა“ ყოველთვის ლიდერობს“, – განაცხადა კახა ლომიძემ.

„საქმის კურსში“ „კავკასიის ავტომარკეტის” დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა საქართველოდან ამ ქვეყნის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტი შეამცირა, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია. მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს, მეორე ადგილზეა უკრაინა და მესამე ადგილზეა სომხეთი, შემდეგ კი ყაზახეთი და ყირგიზეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები