LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო, თუმცა ნამდვილად თავაწეულები შემოვედით: ალეკო ელისაშვილი

71
ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან გაფორმებული მემორანდუმი ამ ქვეყნის პერსპექტივაა. როგორც ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, აქამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო და დასძინა, რომ პარლამენტში თანაგუნდელთან ერთად, თავაწეული შევიდა.

“ვიდრე აქამდე მოვიდოდით,  მე და ლევან იოსელიანმა და ჩვენმა პარტიამ იცით რაც გამოვიარეთ, თუმცა აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია. მე და ლევანი შემოვრჩით ბოლოს მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ორი ადამიანი,” – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა და  პირველ რიგში, პარტია სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას აპირებს.

“ამ მემორანდუმში  ძალიან ბევრი პუნქტია ჩამოთვლილი. ერთადერთ საკითხს, სრულად პროპორციულს სჭირდება 113 ხმა და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი,”- განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა და აღნიშნა, რომ სრულად პროპორციულისთვის მათ ერთი წელი ქუჩაში იბრძოლეს და ახლა ეს მაგიდაზე დევს.

“ეს ოპოზიციის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინც უნდა შემოვიდეს. თუ მართლა გულწრფელად იბრძოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დანარჩენს, პირველ რიგში, ჩვენ მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის შემოვედით. იქ  „ქართულ ოცნებას“ ვადაც კი ჩავაწერინეთ. თუ 1-ელ მარტამდე  ამის საკანონმდებლო ინიცირება არ მოხდება, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს. ასევე, იქ წერია, რომ საკანონმდებლო ინიცირების შემდეგ, 1-ელ მაისამდე უნდა დამტკიცდეს თითის ანაბეჭდით ხმის მიცემა, რაც ჯოჯოხეთურ სიტყვას – „კარუსელს“ გამორიცხავს, ლაივსტრიმ კამერების ჩართვა, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დაშტრიხვა. არჩევნები, რომ პატიოსნად ჩატარდეს, პირველ რიგში ამისთვის შემოვედით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები