LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ვიღაც პირველ დოზას ხომ არ იკეთებს წუთი-წუთზე?“ – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ორმა მოზარდმა სამკურნალო მედიკამენტი უკვე მიიღო

382
Untitled design (5)

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ოთხი მოზარდი დღეს სინდრომის სამკურნალო მედიკამენტის პირველ დოზას იკეთებს.

„პეტრესთვის არ მითქვამს და არც ვაპირებ, სანამ მისი ჯერი არ მოვა.. სულ სხვა სიმშვიდე და შვება ვიგრძენით“ – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩაშვილი განცდილ ემოციებს გვიზიარებ

როგორც „ფორტუნას“ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა უთხრა, იაშვილის კლინიკაში ერთი საათის წინ ინექცია უკვე გაიკეთა ორმა მოზარდმა – ზაკომ და დაჩიმ, კიდევ ორი მოზარდი – ნიკოლოზი და იო კი მედიკამენტს ამ წუთებში იკეთებენ.

„აქ ვიღაც პირველ დოზას ხომ არ იკეთებს წუთი-წუთზე?“ – წერს მაკუნა სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

 

აქ ვიღაცა პირველ დოზას ხო არ იკეთებს წუთი-წუთზე? ??❤️❤️

Posted by Makuna Hatata Gochiashvili on ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023

 

ცნობისათვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი იაშვილის კლინიკაშია. როგორც „ფორტუნას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატს გარკვეული გვერდითი მომენტები ახლავს, ინექციის მიღება საავადმყოფოს პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდება. ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ბავშვებს სრული გამოკვლევა უკვე ჩაუტარდათ და მათ პრეპარატის გამოყენების წინააღმდეგ ჩვენება არ აქვთ.

„ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი, თან ვტირი.. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია“ – მაკუნა გოჩიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები