LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილიდან არასრულწლოვნებს კამერებით აღჭურვილ ცალკე ფლიგელში დაკითხავენ

222
gomelauriori

სავარაუდოდ, პირველი აპრილიდან პოლიციის სამმართველოში გაიხსნება ფლიგელი, რომელშიც მხოლოდ არასრულწლოვანებზე იმუშავებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. მინისტრმა ამ საკითხზე საუბრისას გაიხსენა 15 წლის ლუკა სირაძის საქმე, როდესაც არასრულწლოვანი საერთო ოთახში, სხვა გამომძიებლების წინ დაკითხეს.

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

აქციები უნდა გაჩერდეს, პროვოცირებაა სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის – გომელაური

გომელაური ამბობს, რომ  შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა დასაკითხი ოთახი აღიჭურვება კამერებით და ამასთან, იმუშავებს ფსიქოლოგიც.

“ვფიქრობთ, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება სპეციალიზებული ოთახი, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთდა. კამერით იქნება აღჭურვილი, რათა შემდეგ პრობლემა არ შეიქმნას. პირებს ეცნობებათ, რომ ოთახი კამერითაა აღჭურვილი და გადაღება ხდება. დაკითხვის პროცესში იქნებიან ოპერატიული თანამშრომლბი, გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ მოზარდებზე იმუშავებენ. გვეყოლება ფსიქოლოგებიც.”- ამბობს გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრი სამწუხაროს უწოდეს ფაქტს, როდესაც არასრულწლოვანი ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად, იმ დროს იქ არ იყო არასრულწლოვნისთვის განკუთვნილი ოთახი.

 “ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ჩვენ აქამდე არ გვქონდა, სამწუხაროდ, რაც მოხდა სირაძის შემთხვევაში. ამ პროექტის განხორციელება ბატონ გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ჩვენ ვაგრძელებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვას იწყებს. დაკავებულს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების მიცემაში ადანაშაულებენ. საუბარია სამსახურებრივ გადაცდომაზე.

"ლუკა სახლიდან როცა გაიქცა, დედამ ჩოლოიანს დაურეკა - მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და მოგაძებნინოსო"

„იმ სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა. მინდოდა ჩემს თავზე წარმომედგინა...“

მხარეები დღეს მტკიცებულებების დაშვებობის საკითხს განიხილავენ. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით შენობიდან გადავარდა.

“ჩვენ არ გვიყვარს ბავშვები, სადაც ვის რა ძალაუფლება გვაქვს – ვჩაგრავთ” (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები