Apple რობოტებზე მუშაობას იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში უკვე შექმნეს სახლის რობოტი, რომელიც ადამიანს მუდმივად უკან დაჰყვება. მისი ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯეფ უილიამსმა და ვიცე-პრეზიდენტმა კევინ ლინჩმა თანამშრომლებს აცნობეს, რომ ისინი ახლა ხელოვნური ინტელექტის განყოფილებაში გადაინაცვლებდნენ.
Apple ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს
შეგახსენებთ, რომ Apple-ს ელექტრონული ავტომობილების წარმოების დაწყება სურდა. ამ მხრივ ის Tesla-ს პოტენციურ კონკურენტადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კომპანიამ უკან დაიხია.