კომპანია Apple-მა ავტომობილების მგზავრებისთვის გასართობი სისტემა დააპატენტა, რომელშიც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებია გამოყენებული. ის ავტომობილში მყოფ ადამიანებს მაგალითად, ზომბების გარემოცვაში მოაქცევს.
სიახლე ვირტუალური რეალობის შლემთან ერთად მუშაობს, რომელიც ავტომობილის შიდა სისტემებთან არის შეერთებული. ეს უკანასკნელი მგზავრებისთვის გამოსახულებას სიჩქარისა და მოძრაობის მიმართულების მიხედვით ცვლის.
ზომბების სცენარში, რომელიც საპატენტო განაცხადშია აღწერილი, შუქნიშანზე გაჩერებისას ვირტუალურ სამყაროში ჩამქვრალი ძრავის იმიტირება მოხდება, რომელიც მხოლოდ ნებადამრთველი სიგნალის შემდეგ ამუშავდება.
მგზავრის სურვილის მიხედვით, მას შემეცნებითი კონტენტის მიღებაც შეუძლია, რომელიც იმ ადგილმდებარეობას შეესაბამება, სადაც ავტომობილი იმყოფება.
დოკუმენტებში მითითებულია, რომ მოწყობილობა იმ მგზავრებსაც დაეხემარება, ვინც გზაში ცუდად ხდება.