კომპანია ”ჯეოსელი” საქართველოში Apple-ის ერთადერთი პარტნიორი მობილური ოპერატორი გახდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ჯეოსელმა” Apple-თან ოფიციალურ პარტნიორობაზე განაცხადა და ის მალე საქართველოში პირველ ოფიციალურ iPhone-ს წარადგენს.
„ჯეოსელი ერთადერთი მობილური ოპერატორია საქართველოში, რომელიც მალე წარმოგიდგენთ ოფიციალურ iPhone 6s და iPhone 6s Plus თავის მაღაზიებში. iPhone-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Apple-ის ოფიციალურ ვებ გვერდს: www.apple.com/iphone“, – განაცხადეს კომპანიაში.