ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის საღამოს საათებში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილით გადაადგილდება.
ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში გამზირი უმოკლეს დროში გაიარა.
ქვეითი ადამიანად გრძნობს თავს: მარტო ჭავჭავაძე კი არა, ყველა მთავარი გამზირი ასე უნდა მოეწყოს
“მოკლედ დავლაშქრე მეც ჭავჭავაძე მანქანით. არ ვიცი, იმის ბრალია, რომ აგვისტოა, თუ ხალხს უბრალოდ ეშინია აქ გავლა, საღამოს 7:50 წუთზე ფაქტობრივად ცარიელი დამხვდა მთელი ქუჩა ვაკის პარკიდან მელიქიშვილისკენ.
მთელი გამზირი თავის შუქნიშნებიანად 7 წუთში გავიარე. საწინააღმდეგო მხარეს კი იყო უფრო მეტი მოძრაობა და რამდენიმე პატარა საცობი, რომელიც ალბათ შუქნიშანზე დგომა უფროა, ვიდემრე საცობი.
მოკლედ აპოკალიფსი შკარად გადაიდო, სულ მცირე სექტემბრამდე” – წერს მერაბ მეტრეველი.
სად გაგრძელდება იგივე: რა უპირატესობები აქვს ჭავჭავაძის პროექტს და კიდევ რას აპირებს მერია
https://www.facebook.com/merab.metreveli.14/videos/3417999388213140/