მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სმარტფონებში, უმეტესწილად Play Store-ი ქარხნულად არის ჩაწერილი. Play Service-ებთან ერთად, როგორც წესი, მოწყობილობებს მოყვება Google Drive, Play Music ან Hangouts.
2016 წლის 1 დეკემბრიდან, ახალი აპლიკაცია, რომელიც კომპანია Google-მა წელს წარმოადგინა, სტანდარტულ Hangouts–ს ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ჩანაცვლება მოხდება მორიგი განახლების დროს, რომელიც Google Mobile Services-ის მეშვეობით გავრცელდება.
Hangouts-ი გარდა იმისა, რომ სტანდარტული პაკეტიდან ამოვარდება, როგორც ჩანს მალე Play Store-დანაც წაიშლება და მის გადმოწერას ვეღარავინ შეძლებს. კომპანია Google აგრძელებს საავტორო Messenger-ის განვითარებს და ასევე, აპირებს WhatsApp-ის, Facebook Messenger-ისა და Telegram-ის ღირსეული კონკურენტის შექმნას. სწორედ ამითაა განპირობებული ზედმეტად ,,ტლანქი’’ და ჩაკეტილი Hangouts-ის დასასრული.
აღსანიშნავია, რომ Duo ვიდეოზარის მხარდაჭერით, სწორედ იმ სერვისებს დაჩრდილავს, რომელსაც მსგავსი ფუნქცია არ გააჩნია. ტექსტური და ფოტო-ვიდეო მედია ფაილების გაცვლისთვის კი Duo-სთან ერთად კომპანიამ ამავე წელს Allo წარმოადგინა.