„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული მხოლოდ ერთ სახელმწიფოს აქვს, მაგრამ საქართველო ჰიბრიდულ ომშია ჩაბმული და გლობალური გამოწვევის საფრთხეები საქართველოს ყველა მხრიდან ელოდება, იქნება ეს აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი. მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მიმართ რისკების აღიარება და სხვა სახელმწიფოების უგულებელყოფა, როგორც პოტენციური რისკების მატარებელი დაუშვებელია. მე ვერცერთ ქვეყანას ხელდადებით ვერ დავასახელებ, თუმცა ვსაუბრობ განზოგადებულ მიდგომებზე, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი კანონის შემუშავებისას. იმაზე აპელირება რომ მხოლოდ რუსეთია ჩვენი მტერი არ არის სწორი“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში ,,დღის თემა” „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
უმრავლესობის წევრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ და ევროპა ეყრდნობა დეზინფორმაციას, რომელსაც ქართული მედია ავრცელებს.
„მე მათი კრიტიკის მიზეზი არ ვიცი, თუმცა ისინი ეყრდნობიან დეზინფორმაციას, რომელიც ჩვენს მედიაში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ სიცრუეა, თითქოს კანონი ამერიკულს ეფუძნება.
“ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს – ამიტომ ვართ ასე შეშფოთებულები“ – განაცხადა ნედ პრაისმა.
ვახუშტი მენაბდე: ეს კანონი უღირსად აცხადებს განურჩევლად ყველას ვინც მას წინ ეღობება