LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აპატიე მტრებს, მაგრამ არასდროს დაივიწყო მათი სახელი“ – ჯონ კენედის ცნობილი გამონათქვამები

2828
ძალიან დიდი დროა საჭირო კარგი რეპუტაციის შესაქმნელად და რამდენიმე წუთიც საკმარისოა მის დასანგრევად (1)

მართალია, შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი,  ჯონ კენედი თითქმის 60 წლის წინ დაიღუპა, მაგრამ მისი გამონათქვამები დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას.

fortuna.ge გთავაზობთ ჯონ კენედის ცნობილ ფრაზებს:

  • მე იდეალისტი ვარ, თუმცა ილუზიების გარეშე!
  • აპატიე მტრებს, მაგრამ არასდროს დაივიწყო მათი სახელი.
  • ან კაცობრიობა დაასრულებს ომს, ან ომი მოუღებს ბოლოს კაცობრიობას.
  • წარმატებას ბევრი პატრონი ჰყავს, მარცხი კი, ყოველთვის უპატრონო ობოლია.
  • სიტყვა „კრიზისი“ ჩინურად ორი იეროგლიფით აღინიშნება. ერთი „საფრთხეს“ ნიშნავს, მეორე კი – „სასიკეთო შესაძლებლობას“.
  • ის, ვისაც მარცხის მშვიდად გადატანა შეუძლია, აუცილებლად ძალიან ბევრს მიაღწევს.
  • უანგარო ადამიანი ილუზიებით ცხოვრობს, ანგარებიანი კი, ფულზე ოცნებობს, რომლითაც ილუზიას იყიდის.
  • თანამედროვე სამყაროში გულწრფელობას სიცრუეზე მეტად სჭირდება მტკიცება.
  • ის, ვინც ხელს უშლის მშვიდობიან გარდაქმნებს, ყოველთვის ძალადობრივი რევოლუციის მომხრეა.
  • არასდროს გამართო მოლაპარაკები შიშით და არასდროს შეგეშინდეს მოლაპარაკების გამართვა.
  • სანამ იკითხავ რა გააკეთა სამშობლომ შენთვის, მანამდე დაფიქრდი თვითონ რა გააკეთე მისთვის.
  • ცვლილებები – ცხოვრების კანონია, ის კი, ვინც მხოლოდ წარსულში ან მომავალში იყურება, ყოველთვის აწმყოს უშვებს ხელიდან.
  • ყველაზე ცხელი ადგილი ჯოჯოხეთში მისთვისაა განკუთვნილი, ვინც ნებისმიერ კრიზისში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
  • ოცნების არ არსებობა ნაციას ღუპავს.
  • არასდროს ინატრო მსუბუქი ცხოვრება, ინატრე გახდე ძლიერი.
  • სწორედ მაშინ უნდა შეაკეთო შენი სახლის სახურავი, როცა მზე ანათებს.
  • ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება.
  • თავისუფლება სწავლის გარეშე საშიშია, სწავლა თავისუფლების გარეშე კი ამაოება.
  • ყველა ჩვენგანის უფლებები ირღვევა, როცა ერთი ადამიანის უფლებები საფრთხის ქვეშ დგება.
  • არა აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია ტყუილი, თუ მას საკმარისად ხშირად გაიმეორებთ მასები სიმართლედ ჩათვლიან.