LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AP-ის ცნობით, „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ბალიში ჩასული ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

61
ლავროვი ბალიზე

Associated Press-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდონეზიაში, კერძოდ, კი ბალიში ჩაფრენის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას მედია ინდონეზიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ რუსი დიპლომატი საკურორტო კუნძულზე მკურნალობდა. ყველა წყარომ იდენტიფიცირებაზე უარი თქვა.

ორმა ადამიანმა თქვა, რომ ლავროვი მკურნალობდა გულის პრობლემებზე. რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბალიში „დიდი ოცეულის“ სამიტს უნდა დაესწროს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა, ის დამსწრეებს არც „ონალაინ“ ფორმატში არ მიმართავს.

პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიდის და ლავროვს აგზავნის

The Telegraph: „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლას ევროკავშირი და ბრიტანეთი ბოიკოტს გამოუცხადებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები