LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია: „უნდა ნახოთ, როგორ მლოცავენ ნიკას გაზრდისთვის…“

179
anzirmelia202345

ანზორ მელია თათია შარანგიას გადაცემას ესტუმრა. „სთორიში“ მან თავისი და ნიკა მელიას ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, არ უნდოდათ, რომ ნიკა პოლიტიკაში წასულიყო.

„პოლიტიკაში შვილი არ გვინდოდა. ეს რთული გზაა ძალიან. ასეთი პატიოსანი, სუფთა ბიჭი… ერთადერთი, ახლა შეიძინა ის სიმშვიდე, რაც ადრე აკლდა. იმუშავა საკუთარ თავზე. მეც გაოცებული დავრჩი, როცა ჩემმა მეუღლემ მისწერა, „ბრძოლა ბოლომდე“ ნანა მხარს უჭერს. მე სამსახურში მაინც დავდივარ, ავადმყოფები მეფერებიან, უნდა ნახოთ, როგორ მლოცავენ ნიკას გაზრდისთვის, ნანა კი სახლშია, მარტოა და ყველა საინფორმაციოს უყურებს. ყველაფერი უნდა ვიცოდეო, მაგრამ გულში ხომ რჩება… დილის შვიდზე რომ შევიდნენ, ეს საშნელება იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები