LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ ერქომაიშვილის სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას: აშშ-ის საელჩო

197
ანზორ ერქომაიშვილი

საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაკარგა ქართული ხალხური სიმღერის ლეგენდა, ანსამბლების “რუსთავი” და “მართვე” დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი,” – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ზე აქვეყნებს. როგორც გავრცელებული ინფორმაციაში წერია, ერქომაიშვილების ოჯახი სამი საუკუნის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ ფოლკლორს.

ხელოვანები ხელისუფლებას ანზორ ერქომაიშვილის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას სთხოვენ

“მისი სახელი და მემკვიდრეობა სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. ბატონი ანზორი, საელჩოს პარტნიორებს შორის, ერთ-ერთი პირველი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, როდესაც, ჯერ კიდევ 2001 წელს, ჩვენ დავაფინანსეთ პროექტი, რომელიც განახორციელა ანსამბლმა “რუსთავი” და ბატონმა კარლ ლინიჩმა. პროექტი ეხებოდა 1928 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდში განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ფოლკლორული სიმღერების ჩანაწერების დაცვას. მაშინ როდესაც, საელჩომ დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 20 პროექტი განახორციელა, ჩვენ სიამოვნებით ვიხსენებთ თანამშრომლობას ბატონ ანზორთან და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახსა და მეგობრებს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებელი, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ.

ფასდაუდებელია ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე – პრემიერი ფოლკლორისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები