„გვიყვარდეს ერთმანეთი“ – ამ სლოგანით გაიმართა პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი, სადაც ტრადიციული „მრავალჟამიერის“ შემდეგ, თბილისის მოსახლეობას დედაქალაქის მერმა მიმართა და ახალი, 2022 წელი მიულოცა.
კახა კალაძე საახალწლო ღონისძიებაზე მეუღლესთან და უფროს შვილთან ერთად იმყოფებოდა.
„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მივესალმები სრულიად საქართველოს, მივესალმები ჩემს თბილისს, მივესალმები საზღვარგარეთ მყოფ ჩემს თანამემამულეებს.
ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო და მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს, თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ემსახურება ჩვენს ქვეყანას.
ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2022 წელს. 2021 წელი იყო რთული წელი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა ჩავაბაროთ წარსულს, გავატანოთ 2021 წელს და ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს.
მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები, სიხარული, წინსვლა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს. სულიერი სიმშვიდე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. გილოცავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა ანუკი არეშიძემაც.
“გილოცავთ 2022 წელს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
იხარეთ და იდღეგრძელეთ”