LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

53
1526126417

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, განაახლონ შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.

ასევე, გუტერეშმა მოუწოდა სხვა ქვეყნებს, დააჩქარონ იმ დაბრკოლებების მოხსნა, რომლებიც ბლოკავს რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს.

გუტერეშმა ხაზი გაუსვა შეთანხმების განახლების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას.

მისი თქმით, შავი ზღვის სამი პორტიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებამ „მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ხორბალსა და სხვა საქონელზე ფასების შემცირებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები