პენელოპა კრუსმა კანის 72-ე ფესტივალზე პედრო ალმადოვარის ახალი ფილმი წარადგინა. ფილმში „ტკივილი და დიდება“ პენელოპა ანტინიო ბანდერასთან ერთად მონაწილეობს. გადამღები ჯგუფი სპეციალურ ჩვენებას სრული შემადგენლობით დაესწრო. ჩვენებაზე პენელოპა ბრწყინავდა ვარდისფერ ქვედაბოლოსა და ატლასისი ტოპში.
თავად ფილმი „ტკივილი და დიდება“ წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო ფილმების სიაშია. კინოსურათი ცნობილ რეჟისორზე გვიყვება, რომელიც ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს.