საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
თანდაშვილი აღნიშნული პოსტით ანტივაქსერებს მიმართავს:
“ანტივაქსერების საყურადღებოდ, ვინც 3 მუშკეტერთან ჩემს თანამშრომლობას არკვევთ, მინდა გაცნობოთ:
1. 11 წელია ავიაციის სფეროში ვმოღვაწეობ, კი ბატონი.
2. გახლავართ საავიაციო ასოციაცია Aviacommunicator • ავიაკომუნიკატორი ის დამფუძნებელი არც ეს არის სიმართლეს მოკლებული.
3. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ.
4. ვწერ საავიაციო სვეტებს Forbes Woman Georgia თვის, დამემოწმებიან.
5. გახლავართ NRJ Georgia ბიზნეს-სელებრითის საავიაციო-სამოგზაურო გადაცემის წამყვანი, გასულ სეზონზე ყოველ შემთხვევაში )))
6. Donau-Universität Krems საავიაციო MBA ს სტუდენტი.
7. დარბა • Darba- ში კრეატიულ და საკომუნიკაციო ნაწილში ვეხმარები პუსკას და ჭანოს.
7. და აი ახლახანს, სულ რაღაც რამოდენიმე დღეა შევუერთდი GMT GROUP – ის გასტრონომიულ სექტორს და ვუხელმძღვანელებ კომერციულ მიმართულებას, ვადასტურებ.
და კიდევ რაღაცეებსაც გავაკეთებ, ახლო მომავალში გაიგებთ.
სად არის ახლა აქ 3 მუშკეტერი? ავიაცია, ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა, ხელოვნება, კულტურა, კომუნიკაციები – კი ბატონო.
მაგრამ აი რა 3 მუშკეტერი?!”, – წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში.