LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტისაოკუპაციო მიტინგის მაგივრად ვასაძის აქციაზე აღმოჩენილ სტუდენტს სცემეს

204
nino-jvania-status

ნინო ჟვანია გუშინდელი მიტინგის ამბავს იხსენებს. როგორც ის წერს, 22 წლის თორნიკე ბერიძე, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი გახლავთ, ანტისაოკუპაციო მიტინგზე მივიდა, მაგრამ ლევან ვასაძის მხარდამჭერთა აქციაზე აღმოჩნდა.

თორნიკეს თავი გაუტეხეს და მას სამი ნაკერი ადევს…

გთავაზობთ ნინო ჟვანიას სტატუსს:

„ეს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, 22 წლის თორნიკე ბერიძე. მივიდა ანტისაოკუპაციო მიტინგზე, მაგრამ ამ გაწამაწიაში აღმოჩნდა რაინდის მიტინგზე, იქითა მხარეს ანუ. “მერე გამოდიოდა მამაო და ვუსმენდით, რას ლაპარაკობდა, ჩემი შვილიც იდგა იქვე, ღია ფერის მაისური ეცვა”, იხსენებს თორნიკეს დედა. “ვიღაც მოვიდა დიდი ქამრით, ბალთიანი ქამრით, ჩაარტყა პირდაპირ სახეში, თავში, ისე, რომ აზრზე ვერ მოვედით, რა უნდოდა, ვინ იყო, ჩაარტყა და გაიქცა”.

ჩემი ერთი ნაცნობი გამახსენდა. მოწევდა 5 სიგარეტს და მერე მოძღვართან გარბოდა მოსანანიებლად. ასე მაინც ნაკლები ცოდვააო 🙂 . ამის გამკეთებელიც გაიქცა მერე მოსანანიებლად, თუ ამას საერთოდ არ თვლის ცოდვად? 🙂

ვიღიმი, რადგან ვიცი, რომ თორნიკე კარგადაა… ნუ, პირობითად. 3 ნაკერი კი დაადეს თურმე თავზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები