ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე, მწერლებმა და გამომცემლებმა, ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს. მათ თეთრ მაისურებზე წითელი ასოებით ეწერათ – „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“, „საქართველოს მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსეთის ოკუპაციას“.
აქცია პოეტ ზურაბ რთველიაშვილის პერფორმანსით დაიწყო. რომელსაც სახეზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნიღაბი ეკეთა და საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობდა.
რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ფრანქფურტში მიმდინარე წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა. ბაზრობა 10 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბრამდე გასტანს, საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.