LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ანტიოსკარის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

177
Untitled

,,ოსკარების” წინ, ტრადიციულად, ,,ოქროს ჟოლოს დაჯილდოება” გაიმართა.

ანტიპრემიის ტრიუმფატორი, საშინელებათა ჟანრის ფილმი – Winnie-the-Pooh: Blood and Honey გახდა. კინოსურათმა წარდგენილი ხუთიდან, ხუთივე უარყოფით, მათ შორის ,,ყველაზე ცუდი ფილმის” ნომინაციაში მოიგო.

მსახიობებს შორის, როგორც მთავარ, ისე მეორეხარისხოვან როლებში, ,,ყველაზე ცუდებად“, ჯონ ვოიტი, სილვესტერ სტალონე და მეგან ფოქსი დასახელდნენ.

Machine Gun Kelly-ის საცოლე, როგორც ,,ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი“, ისე ,,ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი” გახდა. მას ,,ანტიოსკარები” ,,ჯონი და კლაიდსა” და ,,შეუჩერებელნი 4”-ში მონაწილეობისთვის მიენიჭა.

ჯენიფერ ლოპესი ,,ანტიოსკარზეა’’ წარდგენილი

ცნობისთვის, პირველად ,,ოქროს ჟოლო” მეგან ფოქსს 2015 წელს, ფილმში – ,,თინეიჯერი მუტანტი კუ-ნინძები” განსახიერებული როლისთვის გადაეცა.

გამარჯვებულთა სრული სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები