LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიკვარული მაღაზიის იატაკქვეშ მოტოციკლეტის საუკუნოვანი ნაწილები იპოვეს

235
mtrclntq

ინგლისის ერთ–ერთ პროვინციაში მდებარე ანტიკვარიატის მაღაზიის მფლობელი უცნაურ „საგანძურს“ გადააწყდა. წყალდიდობის გამო მაღაზიის იატაკის აყრა მოუხდათ, რა დროსაც ვინტაჟური მოტონაწილები იპოვეს.

მოტოციკლეტის მოძველებული ნაწილების ასაკი სავარაუდოდ 100 წელზე მეტია და ისინი საგულდაგულოდ იყო მიმალული. მაღაზიის წინა მფლობელებმა მიწისქვეშა საცავში ჩასასვლელი ახალი იატაკით გადაფარეს, ამიტომ რომ არა წყალდიდობა ალბათ მას ვერასდროს იპოვიდნენ.

ნაპოვნი ნაწილები ისეთ ფირმებს ეკუთვნის, როგორიცაა მაგალითად – J.A Prestwich, რომელმაც ფუნქციონირება 1964 წელს შეწყვიტა. ასევე იპოვეს ბრიტანული კომპანიის Rudge–ის ცილინდრიც, რომელიც ბაზრიდან 1942 წელს გაქრა.

დღესდღეობით ყველა ეს დეტალი ნამდვილ რელიქვიას წარმოადგენს და თითქმის შუფასებლად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები