23 დან 30 სექტემბერის ჩათვლით, სტამბოლში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურისა სამინისტროს, ქართული ხელოვნების სახლის, ქართული კულტურის სახლისა და სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს მხარდაჭერით, ანსამბლის ,,შავნაბადა” ხელმძღვანელმა დათო ცინცაძემ “პოლიფონიური მუსიკის მასტერკლასების კვირეული“ გამართა. ადგილობრივი მუსიკოსები, გაეცნენ და შეისწავლეს ქართული პოლიფონიური მუსიკა, მასტერკლასებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო. მასტერკლასების დასასრულს ერთობლივი კონცერტი გამართეს ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ და იმ მუსიკოსებმა, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში სწავლობდნენ ქართულ სიმღერებს, კონცერტს, რომელსაც ქართველი ემიგრანტების გარდა ადგილობრივებიც ესწრებოდნენ, ოვაციებისა და ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
მას შემდეგ, რაც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად სტამბოლში არსებობა შეწყვიტა ქართულმა სავანემ, ოფიციალურად პირველად, კაფე ,,გალაკტიონში“, რომლის დამფუძნებელიც პოეტი და მწერალი ირაკლი კაკაბაძეა, 30 სექტემბერს დაფუძნდა ემიგრანტების ახალი ორგანიზაცია, ,,ქართველთა სათვისტომო“ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა ანსამბლმა ,,შავნაბადამაც“ მიიღო.