28, 29, 30 მარტს ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტებს წარმოგვიდგენს. ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ tkt.ge-ს საშუალებით. ბილეთის ფასი 60-70 ლარია.
კონცერტებზე შეასრულებენ კლასიკურ პროგრამას. ღონისძიებების სერია ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართება.
ბილეთების გაყიდვით შესული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლს გასტროლები უნდა ჰქონოდა უკრაინაში, თუმცა ისინი იძულებულები გახდნენ, პოლონეთის გავლით, საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ვინაიდან ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო…