ანსამბლი “ჩაკრულო” ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსის ეროვნული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიწვიეს.
კონფერენციის დახურვამდე ანსამბლის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოზე გენერალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.ამის შესახებ “ამერიკის ხმა” ავრცელებს ინფორმაციას.
არლინგტონის სასაფლაოდან ბავშვებმა ლინკოლნის მემორიალთან გადაინაცვლეს და მუსიკალური ფლეშმობი დადგეს.
ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS) ყოველ წელს კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას ატარებს. წლევანდელი კონფერენცია დღეს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს