98 მომხრე, 4 წინააღმდეგი – ანრი ოხანაშვილი პარლამენტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. ოხანაშვილის თავმჯდომარეობის მოწინააღმდეგეებს შორის არის საპარლამენტო ოპოზიცია და ეკა ბესელიას მხარდამჭერები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა გასული წლის ბოლოს ეკა ბესელიამ დატოვა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე დავით მათიკაშვილი ასრულებდა