LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანომალიური სიცხე და ტყის ხანძრები საბერძნეთში – ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს

76
1

საბერძნეთი ანომალიურ სიცხესა და ტყის ხანძრებს ებრძვის.

ათენის მახლობლად გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ათასობით ადამიანი იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი სახლები, რადგან ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიებამდე აღწევს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ათენთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, თუმცა მეხანძრეებს ძლიერი ქარი და სიცხე უშლის ხელს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ათენის ჩრდილოეთით ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება უკვე გასცა.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ძალიან საშიშია და ის ძლიერი ქარისა და სიცხის გამო კიდევ უფრო ძლიერდება.

საბერძნეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. 45 გრადუსი დაფიქსირდა ათენში. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტყის ხანძრების შედეგად ჯერჯერობით სერიოზულად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები