თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სხდომა დახურული იყო და უცნობია შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები თბილისში, ისანში, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებთან დაკავშირებულები იყვნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ პანკისში დაკავებული პირები ისნის სპეცოპერციის დროს ლიკვიდირებულ პირებს საქართველოში შემოყვანაში დაეხმარნენ. მანამდე კი, დაეხმარნენ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში და დროებითი საცხოვრებლით.
როგორც სუს ირწმუნება იგეგმებოდა საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისთვის ტერორისტული აქტების მოწყობა.