ანჯელინა ჯოლის მამამ, ჯონ ვოიტმა მაილი საირუსი და შაია ლაბეფი სახელწიფოს მოღალატეებად დაასახელა. 78 წლის მსახიობი, რომელიც რესპუბლიკური პარტიისა და დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია აცხადებს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავები მომავალ თაობას მცდარ მაგალითს აძლევენ და ისინი არასწორი მიმართულებით მიჰყავთ.
„მაილი საირუსსა და შაია ლაბეფს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ, რომლებიც მათ ნაბიჯებს იმეორებენ. რა უნდა ასწავლონ მათ თავის თაყვანისმცემლებს? ამ ეტაპზე ისინი სახელმწიფოს ღალატს უჩვენებენ, ასწავლიან როგორ წავიდნენ პრეზიდენტისა და ხალხის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ვოიტმა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გამართულ „ქალების მარშზე“ საირუსმა მხარდამჭერებს მოუწოდა, იბრძოლონ ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება ლაბეფს, მან ჩაუშვა ინტერაქტიული პროექტი სახელწოდებით „He Will Not Divide Us“ („ის ჩვენ ვერ გაგვყოფს“), რომელიც ოთხი წელი იარსებებს. ინსტალაცია ნიუ-იორკის მუზეუმთან არის განთავსებული, კედელზე კი დამონტაჟებულია კამერა: ნებისმიერ მსურველს ოთხი წლის განმავლობაში შეუძლია მივიდეს და კამერაში ზემოთხსენებული ტექსტი წარმოთქვას და ამ გზით თავისი პროტესტი გამოხატოს.