LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი, ჰიუ ჯეკმანი და შერონ სტოუნი, შარლიზ ტერონი და სხვები – ვარსკვლავები და მათი ნაშვილები ბავშვები

756
Untitled design

ანჯელინა ჯოლი, ჰიუ ჯეკმანი და შერონ სტოუნი, შარლიზ ტერონი და სანდრა ბულოკი ყოველთვის ბავშვების სიყვარულით, განსაკუთრებული ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ, ამიტომ დაობლებული ბავშვებიც სიამოვნებით იშვილეს.

ვარსკვლავები და მათი ნაშვილები ბავშვები:

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი – ვარსკვლავური წყვილი განქორწინების შემდეგაც ერთად ზრდის ექვს შვილს, რომელთაგან სამი ნაშვილებია. უფროსი მედოკი, ჯოლიმ 2002 წელს იშვილა კამბოჯას ლტოლვილთა თავშესაფრიდან, ზაჰარა შიმშილით დაღუპვისგან გადაარჩინა ეთიოპიაში, პატარა ბიჭუნა კი, რომელსაც „პაქსი“ დაარქვა, რაც ლათინურად მშვიდობას ნიშნვას, ვიეტნამში იშვილა 2007 წელს.

შარლიზ ტერონი – 2012 წელს ტერონმა მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში იშვილა ბიჭუნა, რომელსაც ჯექსონი დაარქვა. მართალია, მეორე ბავშვის აყვანა შონ პენთან ერთად უნდოდა, მაგრამ წყვილი 2014 წელს დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ტერონმა მაინც არ თქვა უარი საკუთარ სურვილზე და ავგუსტაც სამშობლოდან ჩამოიყვანა. მსახიობის განცხადებით, ის აქტურად მონაწილეობს შვილების ცხოვრებაში. ყოველ დილას საუზმეს, ლანჩს უმზადებს, უქმეებს კი, აუცილებლად ბავშვებთან ერთად აწყობს პატარა პიკნიკს.

Sia – 44 წლის ავსტრალიელმა მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ გასულ წელს 18 და 19 წლის მოზარდები იშვილა. „მართალია, ბიჭები საკმაოდ დიდები არიან, მაგრამ სწორედ მათი გადარჩენა მინდოდა, რადგან ნორმალურ ოჯახში მოხვედრის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ”, – განაცხადა მან.

სანდრა ბულოკი – სამი თვის ლუისი ბულოკმა ახალ ორლეანში იშვილა მეუღლესთან ჯეს ჯეისონთან ერთად, თუმცა წყვილი მალე დაშორდა და ბულოკმაც თავად გააფორმა მეურვეობა ბავშვზე, 2015 წელს კი, პატარა გოგონა აიყვანა, რომელსაც ლაილა დაარქვა, თუმცა დიდხანს მალავდა მისი შვილად აყვანის ფაქტს.

ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი – საკუთარი შვილის შეძენის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 1993 წელს წყვილმა სამი წლის გოგონა იშვილა, უმცროსი კონორი კი, ორი წლის შემდეგ აიყვანა. 2001 წელს, განქორწინების შემდეგ ბავშვები მამასთან დარჩნენ და დღესაც კრუზის რელიგიური სექტის – საიენტოლოგიის წესებით ცხოვრობენ. ამბობენ, თითქოს სწორედ საიენტოლოგია გახდა კრუზისა და კიდმანის დაშორების მიზეზი.

მადონა – ჯოლის მსგავსად, მადონაც მრავალშვილიანი დედაა, რომელსაც საკუთარი შვილების გარდა ოთხი აფრიკელი ბავშვი ჰყავს. საკმაოდ რთული აღმოჩნდა უფროს ბიჭზე – დევიდზე მეურვეობის გაფორმება, რადგან მალავიელი ბავშვის შვილების უფლება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეს აქვს. თუმცა, დროულად გამოჩნდა ბიჭუნას მამა, რომელმაც ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ მადონასთვის ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლება მიეცათ.

შერონ სტოუნი – შერონ სტოუნი ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებობდა, თუმცა როცა საკუთარი შვილის ყოლა ვერ შეძლო, მეუღლესთან, ჟურნალისტ ფილ ბრონშტეინთან ერთად ბიჭუნა იშვილა. განქორწინების შემდეგ ბავშვი მამასთან დარჩა, სტოუნმა კი, კიდევ ორი პარტარა – ლაირდა და ქიუნი იშვილა.

მეგ რაიანაი – 2006 წელს მსახიობმა პატარა ჩინელი იშვილა, რომელსაც ძალიან უცნაური სახელი დეიზი ტრუ დაარქვა.

ქეით ბლანშეტი – მართალია, ბლანშეტს საკუთარი სამი შვილი ჰყავს, მაგრამ 2015 წელს მაინც არ თქვა უარი მეუღესთან ერთად პატარა გოგონას შვილად აყვანაზე. მსახიობის განცხადებით, ბავშვის აყვანას პირველი შვილის შეძენის შემდეგ ოცნებობდა.

ჰიუ ჯეკმანი – 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ჰიუ ჯეკმანმა მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა შვილის აყვანა და ჯერ ოსკარ მაქსიმილიანი იშვილა, მერე ავა ელიოტი. მსახიობის განცხადებით, „ყოველთვის უნდოდა საკუთარი შვილების მერე, ბავშვი ეშვილა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ ნაშვილებ ბავშვებზე ზრუნავს, რომლებიც ძალიან უყვარს“.

კეტრინ დევისი – სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი, საკუთარი პერსონაჟისგან განსხვავებით არასდროს ოცნებობდა გათხოვებაზე, თუმცა ყოველთვის ძალიან უნდოდა დედობა. სურვილი მსახიობმა 2011 წელს აისრულა, როცა ახალშობილი ჯემა როუზი იშვილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები