LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი დაჯილდოებაზე Ralph & Russo-ს ხავერდის კაბაში ბრწყინავდა

314

ანჯელინა ჯოლი პრემია Bafta-ს წითელ ხალიჩაზე ულამაზესი ვიზუალით გამოჩნდა. მსახიობმა ცერემონიის დრესკოდი დაიცვა და შავი ფერის, Ralph & Russo-ს ხავერდის კაბა შეარჩია. კაბას მოშიშვლებული მხრები და ფეხზე ღრმა ჭრილი ჰქონდა.

ჯოლის წლევანდელმა იმიჯმა ყველას მისი 2012 წლის ჩაცმულობა გაახსენა, როდესაც ის შავი და მაღალჭრილიანი კაბით გამოცხადდა, საიდანაც კარგად იყო შესაძლებელი მისი ფეხის დაფიქსირება. თუმცა, მაშინ ჯოლი ბრედ პიტთან ერთად იყო, ამჟამად კი მსახიობი მარტო გამოცხადდა.

რაც შეეხება პრემიას, მასზე კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ ანჯელინას ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ იყო წარდგენილი, რომელიც კამბოჯაში გენოციდს ეძღვნება. თუმცა გამარჯვება რეჟისორი პაკ ჩხან-უკის ნამუშვარმა, „მოახლემ“ მოიპოვა. (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები